news

ალიანს ჯგუფი კაპიტალი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს

24 Sep 2019

სს. „ბია“–ს ორგანიზებით 2017 წლის 20 მარტს რადისონ ბლუ ივერიის სასტუმროში ტარდება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლების და  საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.

ფორუმს დაესწრებიან როგორც უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული კომპანიების, კერძო ფონდების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მთავრობის, დიპლომატიური მისიების, სავაჭრო პალატების წარმომადგენლები და ქართველი მეწარმეები. სამუშაო დღის წესრიგის სანახავად დააჭირეთ ფორუმს.

პოტენციურ ინვესტორებთან წარსადგენად საკონსულტაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს სს „ბია“–ს პარტნიორი კომპანია „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“, რომლის მთავარი მიზანია, დააკავშიროს ადგილობრივი კომპანიები  უცხოელ ინვესტორებს და დაეხმაროს მათ ფონდების მოზიდვაში. AGC დაგეხმარებათ teaser-ის შედგენასა და სასურველი ინვესტორის შერჩევაში. ასევე, მოგამზადებთ ინვესტორებთან პროფესიული და ეფექტური კომუნიკაციისთვის.

 

დეტალური ინფორმაცია ფორუმთან დაკავშირებით იხილეთ ფორუმის ოფიციალურ გვერდზე

http://biaforum.ge/real_forum/public/