photo

ჩვენ გეხმარებით
ინვესტიციების მოზიდვაში

photo

ჩვენ გაკავშირებთ
ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან

photo

გთავაზობთ წვდომას
ბაზრის კვლევასა და ანალიტიკურ სერვისებზე

photo

დამაკავშირებელი რგოლი
ბიზნეს და სახელმწიფო სექტორს შორის

photo

ხელმისაწვდომობა
ინოვაციურ სტარტაპებზე

photo

ეფექტური პლატფორმა
თქვენი სტარტაპის განვითარებისთვის

pattern pattern photo

თავმჯდომარის მიმართვა

    განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში საინვესტიციო ფონდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ჩვენი ასოციაციის მიზანია ხელი შევუწყოთ ვენჩურული, ანგელოზი და კერძო კაპიტალის ფონდების საქმიანობას. იქნება ეს საკანონმდებლო, მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ძალისხმევები, კავშირების დამყარება-განვითარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფონდებთან და ასოციაციებთან, ინოვაციური დამწყები კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებაში სახელმწიფო, თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

 

ამ დარგის ბაზრის განვითარება შეუძლებელია, თუკი ქვეყანაში არ არის კაპიტალური ბაზრები. ამ მიმართულებითაც ასოციაცია აპირებს მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატაროს ყველა დაინტერესებულ პარტნიორ ორგანიზაციებსა და ასოციაციებთან ერთად.

 

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გააზრება რეგიონში, როგორც რეგიონულ საფინანსო-ბიზნეს ცენტრის, რაც ..... photo

სრულად

ჩვენი გუნდი

member
აიეტი კუკავა

გენერალური დირექტორი

member
შუმერი კუკავა

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

member
გოჩა ნიკოლაიშვილი

კომპანიების შერწყმა-შესყიდვის და საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

member
მარიტა კოჭლამაზაშვილი

უფროსი მენეჯერი, კომპანიების შერწყმა-შესყიდვის და საკონსულტაციო სერვისები

background

ტესტ ვიდეო

ყველა ვიდეო

რატომ უნდა გაწევრიანდეთ GVCA-ში 1

icon

ხელმისაწვდომობა ინოვაციურ სტარტაპებზე

icon

დარგის ინტერესების ლობირება

icon

ბაზრის კვლევა და დაკვირვება

icon

ანალიტიკური სერვისებზე წვდომა

icon

კომუნიკაციის კლუბი

icon

ინვესტორებთან დაკავშირება

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ვენჩორული კაპიტალი ?
ვეჩურული კაპიტალის ეს არის კერძო ინვესტირების სახეობა, რომელიც ხორციელდება მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე პერსპექტიულ კომპანიებში. ვენჩურული კაპიტალის კომპანიების მთავარი მიზანია ინვესტირება განახორციელონ მაღალი უკუგების მქონე ინოვაციურ კომპანიებში 5-10 წლიანი ინვესტირების გზით. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი და სპეციფიური ინოვაციური ტექნოლოგიური დარგები.
რა როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში?
ვენჩურული კაპიტალისტები აფინანსებენ ყველაზე ინოვაციურ მეწარმეებს და ეხმარებიან მათ თავიანთი იდეების სრულყოფილებაში, რომელიც დასაქმებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ვენჩურული კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში ინოვაციური დარგების ზრდა-განვითარებაში, იგი უზრუნველყოფს მაღალ პოტენციურ რისკზე მომუშავე ბიზნესისთვის საჭირო საინვესტიციო და რესურსების უზრუნველყოფას.
  • ინვესტიციების მოზიდვა
  • ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდა
  • ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტების განვითარება და ინოვაციური დარგების აღმოჩენა
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა
  • კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნის ზრდა
  • ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა
  • ქვეყნის მწარმოებლურობის ზრდა
რა როლი აქვს გადასახადების კუთხით?
ბიუჯეტის შემოსულობები მეტწილად საგადასახადო შემოსავლებზეა დამოკიდებული. ვენჩურული კაპიტალით ხდება დაფინანსება ეკონომიკის ისეთი დარგების, რომელთა განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და მისთვის საერთაშორისო ეკონომიკაში სათანადო ადგილის დამკვიდრებას. მოცემულ დარგებში ბიზნესის გაძლიერებას ბუნებრივად მოყვება, როგორც დასაქმების, ასევე დასაბეგრი შემოსავლების ზრდა, რომლებსაც პირდაპირ ეფექტი აქვთ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე.
რა როლი აქვს დასაქმებაში?
ვენჩურული და კერძო კაპიტალის ფონდებით დაფინანსებული კომპანიები მნიშვნელოვან ზრდას განიცდიან, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა დასაქმებაზე, ამასთან ერთად იზრდება მოთხოვნა აუდიტორული, იურიდიული, საკონსულტაციო კომპანიების მომსახურებებზე. რითაც ამ ორგანიზაციების შემოსავლები იმატებს, იზრდება კვალიფიციური კადრებზე მოთხოვნა-დასაქმება.
რა როლი აქვს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაში?
ვენჩურული კაპიტალი უმეტესად აფინანსებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საწარმოებს, როგორიცაა ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ელექტრონიკა, რომლებიც აჩქარებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ხელს უწყობენ კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე. VC მოქმედება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე გამოიხატება შემდეგში:
  • მშპ ზრდა;
  • მაღალი დონის პროდუქტიულობა;
  • ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინდუსტრიის განვითარება;
  • უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი;
  • ქვეყნის/რეგიონის საერთაშორისო აღიარება;
  • ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა
  • მაღალი ცხოვრების სტანდარტები;
რა შესაძლებლობები ექმნებათ კომპანიებს ქვეყანაში ვენჩურული კაპიტალის მუშაობით?
შესაძლებლობები ექმნებათ კომპანიებს ქვეყანაში ვენჩურული კაპიტალის მუშაობით? ინოვაციური კომპანიები წახალისებულები იქნებიან თავიანთი იდეების რეალიზებაში, რაც გამოიწვებს ფინანსური მენეჯმენტისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების პრაქტიკას. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა რისკის სანაცვლოდ მიიღონ გაცილებით მაღალი შემოსავალი, არსებულთან შედარებით. მსხვილი კომპანიები, რომლებიც შესაძლებლობებს ეძებენ გაზარდონ ბაზარზე ეფექტიანობა, მწარმოებლურობა, კონკურენტუნარიანობა მიიღებენ სარგებელს ინოვაციურ კომპანიებთან პარტნიორობისას.
რა დარგების განვითარებას უწყობს ხელს?
პირველ რიგში ვენჩურული კაპიტალის ზრდა ტექნოლოგიური დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს. იგი წინ წამოსწევს ინოვაციურ დარგებს როგორიცაა: კომპიუტერული ტექნოლოგიები და პროგრამირება; სოციალური საწარმოები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფინანსური მომსახურება, მედია და კომუნიკაციები.

სიახლეები

newsphoto
სიახლე

26 Sep 2019

newsphoto
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა

26 Sep 2019

newsphoto
ალიანს ჯგუფი კაპიტალი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს

24 Sep 2019

newsphoto
ალიანს ჯგუფი კაპიტალი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე - განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები

24 Sep 2019

წევრები და პარტნიორები