member

აიეტი კუკავა

გენერალური დირექტორი

2005 წელს, აიეტ კუკავამ დააარსა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და მას შემდეგ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის და მისი შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას ასრულებს.

ამჟამად, ბატონი აიეტ კუკავა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საპატიო თავმჯდომარეა. მან ასევე საფუძველი ჩაუყარა ვენჩურული კაპიტალის ასოციაციისა და ლიზინგის ასოციაციების დაარსებას და დღეს ამ ასოციაციების თავჯდომარეა. ის წარმოადგენს „კრედიტინფო საქართველოსა“ და საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (პოლონეთი, ვარშავა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრსაც. 1997 წელს მუშაობა დაიწყო ”აბსოლუტ ბანკში”, სესხების პორტფელის მართვის უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. მას შემდეგ, მუშაობს საბანკო და საფინანსო სექტორში საქართველოსა და აშშ–ში. 2004 წელს, მისმა კომპანიამ NCIB, ოთხ კომერციულ ბანკთან ერთად დაარსეს პირველი საკრედიტო ბიურო საქართველოში, სს „კრედიტინფო საქართველო“.

მან მაგისტრის ხარისხი კლარკის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა 2002 წელს. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტი.