member

გოჩა ნიკოლაიშვილი

კომპანიების შერწყმა-შესყიდვის და საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გოჩა ნიკოლაიშვილი "ალიანს ჯგუფ კაპიტალს" 2019 წლის თებერვლიდან შემოუერთდა კომპანიების შერწყმა-შესყიდვების და საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

იგი ხელმძღვანელობს პროფესიონალთა გუნდს, რომელიც მართავს M & A, საკონსულტაციო და უძრავი ქონების საბროკერო სერვისების საინვესტიციო პორტფელს. გოჩა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა - არის საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) თანადამფუძნებელი, ამავდროულად არის  საქართველოს საინვესტიციო პროფესიონალთა ასოციაცია (GSIP) აღმასრულებელი დირექოტრი.

ტორონტოში მუშაობისას, გოჩა იყო პარტნიორი კონსულტანტი Destination Canada International Consultancy-ში. მას ასევე აქვს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ სტარტაპში ფინანსურ დირექტორად და აუდისა და ვოლკსვაგენის აუტო ფინანსების პროეტებზე უფროს ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება  ტორონტოში, კანადა.

გოჩას ფინანსურ სფეროში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 5 წლის განმავლობაში - იგი მუშაობდა „სოსიეტე ჟენერალში“ (Societe Generale). იგი აგრეთვე მუშაობდა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და ხშირად მონაწილეობდა აღმასრულებელი დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სოფლის მეურნეობის სამთავრობო ფონდში - APMA (Government Intermediary Agrifund – APMA). სხვადასხვა დროს, გოჩა აგრეთვე ხელმძღვანელობდა შვეიცარიულ და არაბულ ვენჩურული კაპიტალის ფონდებს.