member

მარიტა კოჭლამაზაშვილი

უფროსი მენეჯერი, კომპანიების შერწყმა-შესყიდვის და საკონსულტაციო სერვისები

მარიტა „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა, როგორც პროექტების მენეჯერი.

ამჟამად იგი კომპანიაში მართავს სოფლის მეურნეობისა და უძრავი ქონების პროექტებს.

მას სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, 2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, პროექტების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

მარიტამ 2013 წელს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა დაამთავრა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფინანსებში. სამაგისტრო პროგრამა კი საფრანგეთში, გრენობლის უნივერსიტეტში გაიარა მენეჯმენტის კონსულტანტის სპეციალობით.